პასპორტების საკითხზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს — Cnoba

MegaTV სიახლე 21 Feb 2026, 09:38

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ახალ პასპორტებში არსებული ხარვეზის გამო ათობით საქართველოს მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რისკები პასპორტების ხარისხთან დაკავშირებით არ არსებობს და მოქალაქეებს ამ მიზეზით გადაადგილების პრობლემები არ შეექმნებათ. გავრცელებულ კონკრეტულ ერთეულ შემთხვევებს სააგენტო სხვა უწყებებთან ერთად იკვლევს და საჭიროების შემთხვევაში, იღებს შესაბამის ზომებს. […]

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ახალ პასპორტებში არსებული ხარვეზის გამო ათობით საქართველოს მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რისკები პასპორტების ხარისხთან დაკავშირებით არ არსებობს და მოქალაქეებს ამ მიზეზით გადაადგილების პრობლემები არ შეექმნებათ.

გავრცელებულ კონკრეტულ ერთეულ შემთხვევებს სააგენტო სხვა უწყებებთან ერთად იკვლევს და საჭიროების შემთხვევაში, იღებს შესაბამის ზომებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სამუშაო პროცესის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს მის მიერ გაცემული დოკუმენტების მონიტორინგს. იმ შემთხვევაში, თუ პროცესში, ან შემდგომ ეტაპზე გამოიკვეთება რაიმე სახის საჭიროება, სააგენტო ინდივიდუალურად უკავშირდება თითოეულ მოქალაქეს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს როგორც დოკუმენტების სიზუსტე და უსაფრთხოება, ისე მოქალაქეთა ინტერესების დაცვა.
მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, სააგენტო ინდივიდუალურად დაუკავშირდა მოქალაქეებს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით და შესთავაზა იმავე დღეს, სრულიად უსასყიდლოდ დოკუმენტების ჩანაცვლება.
აღნიშნული პრაქტიკა სრულად შეესაბამება დოკუმენტების მართვისა და უსაფრთხოების დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებს და წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის პროცესის შემადგენელ ნაწილს. მოცემული მიდგომა მიზნად ისახავს სერვისის მიწოდების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და მოქალაქეებისთვის სანდო, მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევას.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს თანამშრომლობისთვის.

ქართული პასპორტი 10-წლიანი ვადით გაიცემა. 10 სამუშაო დღის ვადაში დოკუმენტის დამზადება 150 ლარი ჯდება, იმავე დღეს – 350 ლარი.

ახალი დიზაინის პასპორტების გაცემა 2025 წლის 3 ნოემბრიდან დაიწყო. ორი დღის წინ კი სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ახალი ქართული პასპორტი და პირადობის მოწმობა უსაფრთხო დოკუმენტების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია“.


რელევანტური