“ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან შეთანხმების წესები” – ენმ — Cnoba
ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან აღნიშნული შეთანხმების წესები და მთელი ძალისხმევა ივანიშვილის დიქტატორული რეჟიმის დასასრულებლად „ოპოზიციის ალიანსის” გაძლიერებისაკენ მიმართონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც პარტიის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიღწეული შეთანხმების ერთგულია, რაც გამორიცხავს „პარტნიორ სუბიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას“. „2026 წლის 2 მარტს, დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიებმა „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს საერთო ხედვას, სტრატეგიასა და მიზნებს განსაზღვრავს. შეთანხმება აგრეთვე განსაზღვრავს პარტიათა ურთიერთდამოკიდებულების და ქცევის პრინციპებს, რომელიც… The post “ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან შეთანხმების წესები” – ენმ…