„სემეკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელთა უფლებების დაცვაა“ – დავით ნარმანია — Cnoba
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, გარდაბანში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა. დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ რეგულაციებსა და მომხმარებელთა უფლებებზე: „სემეკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელთა უფლებების დაცვაა. შესაბამისად, სემეკი მუდმივად ნერგავს ისეთ რეგულაციებს, რომლებიც ხელს უწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა უფლებების ეფექტიან დაცვას. მინდა მივმართო მოსახლეობას, თუ კომუნალური კომპანიების მიერ ადგილი ექნება მათი უფლებების დარღვევას,… The post „სემეკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელთა უფლებების დაცვაა“ – დავით ნარმანია appeared first on მედიაცენტრ…