უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს — Cnoba

Alia სიახლე 10 Mar 2026, 07:49

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს: აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ნიგერიის, რუსეთის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ჩეხეთის, ჩინეთისა და თურქეთის – მოქალაქეები. გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების […] The post უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს appeared first on .

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს: აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ნიგერიის, რუსეთის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ჩეხეთის, ჩინეთისა და თურქეთის – მოქალაქეები.

გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ნიგერიის, რუსეთის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ჩეხეთის, ჩინეთისა და თურქეთის – ჯამში 74 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ,” – წერია განცხადებაში.

The post უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს appeared first on .


რელევანტური