ყულევის პორტი სანქცირებას დაქვემდებარებული ობიექტების სიიდან ამოღებულია — Cnoba
ყულევის პორტი სანქცირებასდაქვემდებარებული ობიექტების სიაში არ შევა. შესაბამისი ოფიციალური წერილი საქრათველოს საგარეოპსაქმეთა მინისტრმა ევროკომისარ დევიდ ო’სალივანისგანმიიღო. “თავდაპირველი პოზიცია გადაიხედა თქვენი ხელისუფლებისა და პორტის ოპერატორის მიერ აღებული პოზიტიური ვალდებულებების საფუძველზე. მივესალმები თქვენს დაპირებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების შესვლას თავის პორტებში ან მათთვის მომსახურების გაწევას, ასევე SOCAR-ის ვალდებულებას, რომ საქმიანობას განახორციელებს ევროკავშირის შესაბამისი სანქციების მკაცრი დაცვით, მათ შორის, ფასის ზედა ზღვრის და რუსულ ნედლ ნავთობსა და მისგან მიღებულ ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის იმპორტის აკრძალვის პატივისცემით. ამ ვალდებულებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სიტუაციის გადახედვისთვის და, საბოლოო ჯამში, განაპირობა, რომ ყულევის პორტი არ… The post ყულევის პორტი სანქცირებას დაქვემდებარებული ობიექტების სიიდან ამოღებულია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.