შსს: ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, შაშხანა, 100-მდე ვაზნა, მჭიდი და ხელყუმბარა – დაკავებულია 3 პირი — Cnoba

Alia სიახლე 21 Feb 2026, 08:33

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს ქუთაისში, ბაღდათსა და ვანში 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავცრელებს. უწყებსი ცნობით, პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ნივთმტკიცებად ამოიღო, მათ შორის: […] The post შსს: ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, შაშხანა, 100-მდე ვაზნა, მჭიდი და ხელყუმბარა – დაკავებულია 3 პირი appeared first on .

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს ქუთაისში, ბაღდათსა და ვანში 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავცრელებს.

უწყებსი ცნობით, პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ნივთმტკიცებად ამოიღო, მათ შორის: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მცირეკალიბრიანი შაშხანა,  100-მდე საბრძოლო ვაზნა, მჭიდი და ხელყუმბარა.

ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

The post შსს: ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, შაშხანა, 100-მდე ვაზნა, მჭიდი და ხელყუმბარა – დაკავებულია 3 პირი appeared first on .


რელევანტური