დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს — Cnoba

News.ge სიახლე 09 Mar 2026, 21:02

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ცნობით, „საუბარი საქმიანი, გულწრფელი და კონსტრუქციული იყო“. „დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს დაურეკა, რათა საერთაშორისო ვითარებასთან დაკავშირებული უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენები განეხილათ“, – განაცხადა უშაკოვმა. უშაკოვის ცნობით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ირანისა და უკრაინის საკითხი […]

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ცნობით, „საუბარი საქმიანი, გულწრფელი და კონსტრუქციული იყო“.

„დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს დაურეკა, რათა საერთაშორისო ვითარებასთან დაკავშირებული უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენები განეხილათ“, – განაცხადა უშაკოვმა.

უშაკოვის ცნობით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ირანისა და უკრაინის საკითხი განიხილეს.

„აქცენტი გაკეთდა ირანთან კონფლიქტის გარშემო არსებულ ვითარებასა და უკრაინის საკითხის მოსაგვარებლად აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარე ორმხრივ მოლაპარაკებებზე“, – აღნიშნა უშაკოვმა.


რელევანტური