სააგენტო "პარალელი"
“სოციოლოგიური კვლევები საზოგადოების სარკეა, ხალხის, ადამიანების ხმაა, რომელიც არ აინტერესებს და თრგუნავს ძალაუფლებაზე ჩაჭიდებულ ხელისუფლებას” – იაგო კაჭკაჭიშვილი
უნივერსიტეტებში სოციოლოგიის სასწავლო პროგრამების გაუქმებასა თუ შემცირებაზე საუბრობს სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას “ანალოგი არსად, არცერთ ქვეყანაში არ მოიძებნება“:
“სოციოლოგიას ერჩის ქ/ოცნების ხელისუფლება!
სოციოლოგიის სასწავლო პროგრამები გააუქმეს ილიას უნივერსიტეტში და სოხუმის უნივერსიტეტში. სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან დაუტოვეს მხოლოდ თსუ-ს, მაგრამ ადგილების რაოდენობა საბაკალავრო პროგრამაზე შეამცირეს 70%-ით, ხოლო მთელი საქართველოს სახელმწიფო აკადემიური სივრცის მასშტაბით – 90%-მდე (!).
ეს უპრეცედენტო შეკვეცაა, რომლის ანალოგი არსად, არცერთ ქვეყანაში არ მოიძებნება.
სოციოლოგიური კვლევები საზოგადოების სარკეა, ხალხის, ადამიანების ხმაა, რომელიც არ აინტერესებს და თრგუნავს ძალაუფლებაზე ჩაჭიდებულ ხელისუფლებას.
თსუ-ის სოციოლოგებმა მიმართვა დავწერეთ პრემიერ-მინისტრის, განათლების მინისტრისა და პარლამენტის კომიტეტის თამჯდომარის სახელზე, რომელშიც არგუმენტირებულად ვასაბუთებთ სოციოლოგიის სტუდენტებისთვის განსაზღვრული კვოტის (30 სტუდენტი) არარაციონალურობას.
ჩვენს მიმართვას ხელი თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 58-მა პროფესორმა მოაწერა (66-დან), რაც მძლავრი სოლიდარობისა და თანადგომის გამოხატულებაა“, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.
“სოციოლოგიური კვლევები საზოგადოების სარკეა, ხალხის, ადამიანების ხმაა, რომელიც არ აინტერესებს და თრგუნავს ძალაუფლებაზე ჩაჭიდებულ ხელისუფლებას” – იაგო კაჭკაჭიშვილი
პარალელი