“ირანი პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს”- ერდოღანი — Cnoba
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ირანის ქმედებებს მოკავშირეებთან ერთად განიხილავს. თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, ირანი „პროვოკაციული ნაბიჯების“ გადადგმას განაგრძობს. მისივე განცხადებით, კვიპროსში ექვსი „F-16“ თვითმფრინავის განლაგების შემდეგ, დამატებითი ზომების მიღებას გააგრძელებს. „დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ირანს, რომ მათ დანაშაული არ უნდა გაიმეორონ. ჩვენ ვაპირებთ, განვიხილოთ მოვლენების განვითარება ჩვენს ნატოელ და სხვა მოკავშირეებთან ერთად და გადავდგამთ აუცილებელ ნაბიჯებს ჩვენი უსაფრთხოების გასაძლიერებლად, დამატებითი ზომების განსახორციელებლად. ჩვენ ირანის ხელისუფლება გავაფრთხილეთ, მაგრამ გულწრფელი გაფრთხილებების მიუხედავად, ირანი პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს, რაც მის თურქეთთან მეგობრობას საფრთხეს შეუქმნის“, – განაცხადა ერდოღანმა. The post “ირანი პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს”- ერდოღანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.