ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს — Cnoba

GuriaNews სიახლე 09 Mar 2026, 16:46

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „შეხვედრების გრძელი დღე პერე ჟოან პონს სამპიეტროსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კოლეგების მიერ ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ. საქართველოში მაღალი დონის ვიზიტის მესამე დღე სამშაბათს გრძელდება”, – ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ X-ზე გავრცელებულ განცხადებაში. მანამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ამ დროისთვის ეუთო-ს საპარლამენტო […] The post ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„შეხვედრების გრძელი დღე პერე ჟოან პონს სამპიეტროსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კოლეგების მიერ ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ. საქართველოში მაღალი დონის ვიზიტის მესამე დღე სამშაბათს გრძელდება”, – ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ამ დროისთვის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის X-ზე აღარ იძებნება, ნათქვამი იყო, რომ საქართველოში პოლიტიკური ველის პოლარიზაცია ნათელია და ქართველი ხალხისთვის შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მოსაძებნად პოლიტიკური სპექტრის ყველა ნაწილის ჩართულობაა საჭირო.

„შეხვედრების გრძელი დღე პერე ჟოან პონს სამპიეტროსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კოლეგების მიერ ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ. პოლიტიკური ველის პოლარიზაცია ნათელია. ქართველი ხალხისთვის შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მოსაძებნად პოლიტიკური სპექტრის ყველა ნაწილის ჩართულობაა საჭირო“, – აღნიშნავდა ეუთო.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს 8 მარტს ეწვია და ვიზიტს 10 მარტს დაასრულებს.

The post ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური