რვა მარტის ღონისძიებისთვის „ფორტეს“ ოზურგეთის მერიამ 8 000 ლარი გადაუხადა — Cnoba

GuriaNews სიახლე 09 Mar 2026, 15:04

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებით რვა მარტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე ჯგუფ „ფორტეს“ კონცერტი გაიმართა. ოზურგეთის თეატრის სცენაზე „ფორტესთან“ ერთად ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობდნენ კონცერტში. როგორც, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებიდან ირკვევა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას „ფორტეს“ მოწვევა 8000 ლარი დაუჯდა. „შესყიდვის საჭიროება განპირობებულია 2026 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიების გამართვისათვის; აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, მოსახლეობის უმრავლესობის […] The post რვა მარტის ღონისძიებისთვის „ფორტეს“ ოზურგეთის მერიამ 8 000 ლარი გადაუხადა appeared first on გურია ნიუსი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებით რვა მარტის დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიებაზე ჯგუფ „ფორტეს“ კონცერტი გაიმართა. ოზურგეთის თეატრის სცენაზე „ფორტესთან“ ერთად ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობდნენ კონცერტში.

როგორც, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებიდან ირკვევა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას „ფორტეს“ მოწვევა 8000 ლარი დაუჯდა.

„შესყიდვის საჭიროება განპირობებულია 2026 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიების გამართვისათვის; აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნაა ღონისძიებაზე მოწვეული იქნას პოპულარული შემსრულებელი ჯგუფი „ფორტე“ (რომელსაც წარმოადგენს ჯგუფის წევრი ი.მ. ნინო ახობაძე). ჯგუფ „ფორტე“-ს მოწვევა დაიგეგმა მოსახლეობის სურვილის გათვალიწინებით, რადგან აღნიშნული ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვეყანაში და მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც. ხოლო ექსკლუზიური უფლებამოსილება დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი ცნობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის (IPOA) მიერ,“ – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

ფოტო: ოზურგეთის მერია

The post რვა მარტის ღონისძიებისთვის „ფორტეს“ ოზურგეთის მერიამ 8 000 ლარი გადაუხადა appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური