“12 ქალის მკვლელობა და 21 ქალის მკვლელობის მცდელობა“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ომბუდსმენი — Cnoba
სახალხო დამცველი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას სისტემური და ეფექტური ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის, მათი გაძლიერების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ლევან იოსელიანის შეფასებით, ქალთა შრომითი უფლებების სრულფასოვანი რეალიზება, მათი ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი ჩართულობა და შრომის თანაბარი ანაზღაურება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ომბუდსმენის თანახმად, 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, ვლინდება შემთხვევები, როდესაც შესაძლო ძალადობაზე სახელმწიფოს წინასწარი ინფორმაციის მიუხედავად, ქალის მკვლელობები ან მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა. „8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ქალთა შრომითი უფლებების… The post “12 …