დავით ნარმანია მომხმარებლის დაცვის კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა — Cnoba
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა. დავით ნარმანიამ ისაუბრა სემეკის რეგულაციებსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე. მან ყურადღება გაამახვილა მომხმარებლის ცნობიერების დონის ამაღლების მნიშვნელობაზე. კონფერენციაზე წარდგენილ პრეზენტაციაში სემეკის თავმჯდომარემ მონაწილეებს გააცნო რეგულირების კუთხით არსებული სიახლეები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე სემეკის მიერ რეაგირების შედეგები. 9-16 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების – სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი… The post დავით ნარმანია მომხმარებლის დაცვის კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.