ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უწინასწარმეტყველებენ 100 წლამდე ცხოვრებას — Cnoba

GuriaNews სიახლე 09 Mar 2026, 09:03

მორიელი მორიელი ზოდიაქოს ერთ-ერთი იმ ნიშანთაგანია, რომელიც უბრალოდ, გატაცებულია სილამაზით და დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარ სხეულსა და სახეს. ამისთვის არც ფინანსებს იშურებს და არც დროს. მორიელები სახის კანზე ერიდებიან საშიში ექსპერიმენტების ჩატარებას და ხრისხიან პროდუქციას ირჩევენ. ხშირად ეწინააღმდეგებიან კიდეც მოდის ტენდენციებს და სამოსს დამოუკიდებლად, საკუთარი სურვილის მიხედვით არჩევენ. ეს განსაკუთრებული ზრუნვა და სიფრთხილე, ჯანმრთელობის მუდმივად […] The post ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უწინასწარმეტყველებენ 100 წლამდე ცხოვრებას appeared first on გურია ნიუსი.

მორიელი

მორიელი ზოდიაქოს ერთ-ერთი იმ ნიშანთაგანია, რომელიც უბრალოდ, გატაცებულია სილამაზით და დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარ სხეულსა და სახეს. ამისთვის არც ფინანსებს იშურებს და არც დროს. მორიელები სახის კანზე ერიდებიან საშიში ექსპერიმენტების ჩატარებას და ხრისხიან პროდუქციას ირჩევენ. ხშირად ეწინააღმდეგებიან კიდეც მოდის ტენდენციებს და სამოსს დამოუკიდებლად, საკუთარი სურვილის მიხედვით არჩევენ. ეს განსაკუთრებული ზრუნვა და სიფრთხილე, ჯანმრთელობის მუდმივად გადამოწმების ჩვევა მორიელს აძლევს შანსს, რომ 100 წლამდე იცხოვროს.

ტყუპი

ტყუპმა ძალიან კარგად იცის, როგორ გამოიყურებოდეს გამორჩეულად და ქარიზმატულად ისე, რომ სხვა ადამიანების ყურადღება მიიპყროს. ისინი ამას საოცარი კომუნიკაბელურობითაც ახერხებენ. გარდა ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან ძლიერი ნებისყოფა აქვთ და შეუძლიათ, მკაცრად დაიცვან კვების რეჟიმი, დისციპლინა, დრო დაუთმონ ვარჯიშს. ეს ყოველივე კი მათ ცხოვრებაზე პირდაპირ აისახება და საკმაოდ დიდხანს ცოცხლობენ.

კურო

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად იმაზე ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ვიდრე სინამდვილეში არიან. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ისინი მზად არიან, საკმაოდ დიდი თანხა დახარჯონ თავის მოვლაში და შეიძინონ ის პროდუქტები, რომლებიც მათი ორგანიზმის გაჯანსაღებას სჭირდება. ასევე, ყოველთვის მიდიან ექიმთან გეგმიური ვიზიტით და ყველა დაავადების წინასწარ პრევენცია შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დიდხანს ცოცხლობენ.

The post ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უწინასწარმეტყველებენ 100 წლამდე ცხოვრებას  appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური