თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ — Cnoba

Alia სიახლე 09 Mar 2026, 09:10

თიბისი, განათლების ხელმისაწვდომობისა და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ახალი თაობის გაძლიერების მიზნით, თიბისი ტექსკოლის პროგრამას კიდევ უფრო აფართოებს დამოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. თიბისი ტექსკოლა, 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, ქმნის გამორჩეულ შესაძლებლობას – დაეუფლონ ტექნოლოგიებს და ამ დარგში არსებული მრავალფეროვანი ინოვაციები საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, ონლაინ და სრულიად უფასოდ შეისწავლონ. თიბისი ტექსკოლაში სწავლება ეფუძნება პრაქტიკულ გამოცდილებას და რეალურ ინდუსტრიაში გამოყენებად […] The post თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ appeared first on .

თიბისი, განათლების ხელმისაწვდომობისა და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ახალი თაობის გაძლიერების მიზნით, თიბისი ტექსკოლის პროგრამას კიდევ უფრო აფართოებს დამოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

თიბისი ტექსკოლა, 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, ქმნის გამორჩეულ შესაძლებლობასდაეუფლონ ტექნოლოგიებს და ამ დარგში არსებული მრავალფეროვანი ინოვაციები საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, ონლაინ და სრულიად უფასოდ შეისწავლონ.

თიბისი ტექსკოლაში სწავლება ეფუძნება პრაქტიკულ გამოცდილებას და რეალურ ინდუსტრიაში გამოყენებად ცოდნას. კურსებს, თიბისის პროფესიონალებთან ერთად, სფეროს წამყვანი ლექტორები უძღვებიან, რომლებსაც ტექნოლოგიურ სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ და მოსწავლეებს ეხმარებიან, თეორიული ცოდნა რეალური ამოცანების გადაჭრაში გამოიყენონ.

ტექსკოლაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ორეტაპიანი კონკურსისშემდეგ შერჩეული მონაწილეები 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეისწავლიან:

ვებგვერდების პროგრამირება

თიბისი ტექსკოლის ექვსი წარმატებული სემესტრის შემდეგ, 4000-მა უფროსკლასელმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები ტექ სფეროში. მათსავით, შენც თუ გჯერა შენი მიზნების ტექსკოლაში მიღებული ცოდნა, ტექნოლოგიების სამყაროში, დიდი სიახლეების დასაწყისი იქნება.

თიბისი მრავალი წელია ქმნის და მხარს უჭერს საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას ეხმარება თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მიღებაში. ბრენდის მიზანია ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა განათლების გზით შექმნან საკუთარი წარმატების ისტორია და მოემზადონ მომავლის პროფესიული გამოწვევებისთვის.

(R)

The post თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ appeared first on .


რელევანტური