ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ლექცია გაიმართა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 09 Mar 2026, 08:25

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მათი პედაგოგებისთვის, რეგიონებში ინოვაციური მეწარმეობის განვითარებისა და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით, თეორიული და პრაქტიკული ლექცია ჩატარდა. ღონისძიებაზე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ. ლექციის მეორე ნაწილი მოიცავდა GITA-ს 2026 წლის პროგრამებს, 3D მოდელირებისა და ბეჭდვის პრაქტიკულ სემინარს....

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მათი პედაგოგებისთვის, რეგიონებში ინოვაციური მეწარმეობის განვითარებისა და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით, თეორიული და პრაქტიკული ლექცია ჩატარდა.

ღონისძიებაზე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ. ლექციის მეორე ნაწილი მოიცავდა GITA-ს 2026 წლის პროგრამებს, 3D მოდელირებისა და ბეჭდვის პრაქტიკულ სემინარს.

პროექტის „მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“ ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორებთან ერთად, 3 თვის განმავლობაში საქართველოს 55 მუნიციპალიტეტს ესტუმრებიან. ისინი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ ლექციებს ჩაატარებენ.


რელევანტური