აშშ-ს საუდის არაბეთიდან დიპლომატების დიდი ნაწილი გაჰყავს — Cnoba
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განკარგულებით, ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფონზე, საუდის არაბეთში ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის დიდმა ნაწილმა ქვეყანა უნდა დატოვოს. საუბარია აშშ-ის საელჩოს იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც გადაუდებელი და აუცილებელად შესასრულებელი მისია არ აკისრიათ, ასევე ამერკელი დიპლომატების ოჯახის წევრებზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე, კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გაემგზავრონ საუდის არაბეთში. ამის მიზეზად დასახელდა „ამერიკულ ინტერებზე ირანული სარაკეტო და უპილოტოების იერიშების რისკი, შეიარაღებული კონფლიქტი, ტერორიზმი, ასევე შეზღუდვები, რომელებიც ადგილობრივმა მთავრობამ შესაძლოა, დააწესოს ქვეყნიდან გამგზავრებაზე, აქტივობაზე და სოციალურ ქსელებზე“. აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაციის… The post აშშ-ს საუდის არაბეთიდან დიპლომატების დიდი ნაწილი გაჰყავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.