სააგენტო "პარალელი"
“საერთოდ არ ვაპირებ გავყვე ქოცების დღის წესრიგს და ვამტკიცო, ვინ არა ვარ” – ნიკა გვარამია
ახალი პოლიტიკური გაერთიანების – “ოპოზიციის ალიანსის” მიმართ გაკეთებულ შეფასებებს, კონკრეტულ პოზიციით და განმარტებებით ეხმაურება “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია:
“[არა მხოლოდ ქოცების] პროპაგანდისტულ მესიჯს “ალიანსი ნაცების ახალი რეინკარნაციაა” რაც შეეხება:
საერთოდ არ ვაპირებ გავყვე ქოცების დღის წესრიგს და ვამტკიცო, ვინ არა ვარ. ვადგენ საკუთარ დღის წესრიგს და ვამტკიცებ და ვასხივებ იმას, თუ ვინ ვარ და ვსაუბრობ იმაზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებ და როგორ გავიმარჯვებთ ყველანი ერთად.
დარწმუნებული ვარ, ალიანსის სხვა წევრებისთვისაც სწორედ ესაა მნიშვნელოვანი და არა უარყოფის დისფუნქციურ და დამაზიანებელ რეჟიმში ყოფნა“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
“საერთოდ არ ვაპირებ გავყვე ქოცების დღის წესრიგს და ვამტკიცო, ვინ არა ვარ” – ნიკა გვარამია
პარალელი