პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი — Cnoba

GuriaNews სიახლე 21 Feb 2026, 06:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს ქუთაისში, ბაღდათსა და ვანში 3 პირი დააკავეს. “პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ნივთმტკიცებად ამოიღო, მათ შორის: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მცირეკალიბრიანი შაშხანა, 100-მდე […] The post პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი appeared first on გურია ნიუსი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს ქუთაისში, ბაღდათსა და ვანში 3 პირი დააკავეს.

“პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ნივთმტკიცებად ამოიღო, მათ შორის: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მცირეკალიბრიანი შაშხანა,  100-მდე საბრძოლო ვაზნა, მჭიდი და ხელყუმბარა.

ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური