სააგენტო "პარალელი"
“ივანიშვილის სტატისტიკური სამსახური მუდმივად იტყუება, არცერთი სიტყვის დაჯერება არ შეიძლება” – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ინფლაციის შემცირების თაობაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნეულ ინფორმაციაზე აკეთებს მითითებას და აცხადებს, რომ – მონაცემები არაა სანდო, რეალურად ფასები იზრდება, რის გამოც ღარიბდება ხალხი:
“გამოქვეყნდა ფასების ზრდის ივანიშვილის კანტორის სტატისტიკა.
ინფლაციის ტემპი შემცირებულა არა საკვებზე და წამლებზე კი არის ფასები მკვეთრად მომატებული, სამაგიეროდ ლამბორჯინი და ფერარი, ასევე ლუი ვიტონის ჩანთები ცოტა გაიაფებულა… გაიხარე მუშა წამებულო!
სინამდვილეში კი ივანიშვილის სტატისტიკური სამსახური მუდმივად იტყუება, არცერთი სიტყვის დაჯერება არ შეიძლება.
ფასების გაძვირების მთავარი მიზეზი არის დიდძალი რუსული ფულის შემოდინება, რომელიც ზღაპრულად ამდიდრებს ივანიშვილს და მის ბანდას და უკიდურესად აღარიბებს ხალხს, ზრდის რა მათთვის ფასებს ყველა მიმართულებით.
ქართველებს აქ სასიცოცხლო სივრცეს უკეტავენ და რუსებს უხსნიან. ერთი კითხვა მრჩება თქვენთან ყოველთვის – სადამდე აიტანთ ამ ბიძუსტანს?” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
“ივანიშვილის სტატისტიკური სამსახური მუდმივად იტყუება, არცერთი სიტყვის დაჯერება არ შეიძლება” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი