“ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი ჩემი დადასტურების გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს”- ტრამპი — Cnoba
“ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი ჩემი დადასტურების გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს”- ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა. „მას ჩვენგან დადასტურების მიღება მოუწევს. თუ ის ჩვენგან დადასტურებას არ მიიღებს, დიდხანს ვერ გაძლებს. ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ არ მოგვიწევს იგივე პროცესის გავლა, როცა პრეზიდენტი ისეთი არ იქნება, როგორიც მე ვარ, რომელიც ამას გააკეთებს“, – განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, არ სურს, რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ იგივე პრობლემა გაჩნდეს. „არ მინდა, რომ ხალხს ხუთ წელიწადში ისევ მოუწიოს იგივე საკითხის მოგვარება ან, უარეს შემთხვევაში, მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, – აღნიშნა ტრამპმა. The post “ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი ჩემი დადასტურების გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს”- ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.