“უკრაინელი ექსპერტები მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში იქნებიან”- ზელენსკი — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 08 Mar 2026, 14:36

უკრაინელი ექსპერტები მომავალ კვირას „ადგილზე იქნებიან“ ახლო აღმოსავლეთში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ჰკითხეს, შეუძლია თუ არა უკრაინას აშშ-სა და მის მოკავშირეებს სპარსეთის ყურეში ირანული დრონების მოგერიებაში დახმარება. „მომავალ კვირას, როდესაც ექსპერტები ადგილზე იქნებიან, ისინი შეისწავლიან სიტუაციას და დაეხმარებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, იტყობინება უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“. ზელენსკის თქმით, სურს, რომ დახმარება ორმხრივი იყოს. The post “უკრაინელი ექსპერტები მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში იქნებიან”- ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური