რობერტ ფიცო ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება — Cnoba
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ პარიზში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის მიერ უკრაინის დასახმარებლად 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფა იქნება. სლოვაკეთში განმარტავენ, რომ მზად არიან, ეს პროცესი დაბლოკონ, თუ კიევი რუსული ნავთობის მიწოდებას არ განაახლებს. „უკრაინის პრეზიდენტი განუწყვეტლივ გვაყენებს ზიანს და მიიჩნევს, რომ შეუძლია გვაიძულოს, ჩვენი მშვიდობიანი პოზიცია საომარი პოზიციით შევცვალოთ. ამაში ცდება. 90 მილიარდი ევროდან უკრაინა არაფერს დააბრუნებს, ისევე როგორც არაფერს დააბრუნებს უკვე მიღებული კიდევ ასობით მილიარდი ევროდან, რომელიც წარმოადგენს მის მოტივაციას, ებრძოლოს რუსეთის ფედერაციას ბოლო უკრაინელ ჯარისკაცამდე“, – განაცხადა ფიცომ. The post რობერტ ფიცო ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.