“ამოცანა მიღწეულია”- ხიდაშელის გამოკითხვა დასრულდა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 08 Mar 2026, 10:13

ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის გამოკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან, დასრილდა. მისი შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე საკუთარ განცხადებას საფრთხის შემცველად არ მიიჩნევს. “ჩემი ამოცანა მიღწეულია. მე მინდოდა, რომ როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, ვიღაცა საყვირს ჩაბერავს საფრთხის შესახებ და მერე საგამოძიებო ორგანოები ამ საფრთხეს მოიკვლევენ… როგორც ჩანს, ჩემი ამოცანა შესრულებულია”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხნენ. გამოკითხვაზეა დაბარებული გივი თარგამაძე. The post “ამოცანა მიღწეულია”- ხიდაშელის გამოკითხვა დასრულდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური