ილია თოფურია UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 08 Mar 2026, 08:55

ილია თოფურია UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება. 15 ივნისს ქართველი მებრძოლი ვაშინგტონში, თეთრ სახლში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის დაუპირისპირდება. თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებას UFC Freedom 250 ეწოდა, ის აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება. ღონისძიება ექვსი ბრძოლისგან შედგება, ხოლო თოფურიასა და გეიჯის შეხვედრა ბოლო იქნება. თოფურია მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის პირველად დაცვას სწორედ ვაშინგტონში, თეთრი სახლის ტერიტორიაზე შეეცდება. ის შერეულ ორთაბრძოლებში აქამდე არ დამარცხებულა და 17 გამარჯვება აქვს. The post ილია თოფურია UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური