„არ დაა-კლებ-თ?“ – როგორ აჩუქა მეცხვარემ „ჯაპანას“ ცხვარი ბავშვის ერთი კითხვის გამო — Cnoba

GuriaNews სიახლე 08 Mar 2026, 06:27

მსახიობი დავით ხურცილავა („ჯაპანა“) იხსენებს: „თელავში ვიყავი სტუმრად დუტა სხირტლაძესთან. დუტას ძმა, გიორგი, ახალფეხადგმული დაბანცალებდა. არ ვიცოდი, ლაპარაკიც თუ შეეძლო. შვილო, არ წაიქცე, ფრთხილად-მეთქი, მოვეფერე ბავშვს. მკვეთრი თელავური კილოთი ჩამომარცვლა: „მ-სა-ხი-ობი ხარ შენაა“?! ცხვრის საყიდლად ვაპირებდი წასვლას და წავიყვანე – გზაზე მეტიტინება და გამართობს-მეთქი, ერთი წლისაც არ იყო ჯერ… გადავედი ბაზარში. ბავშვი მკლავზე მიზის, „სოსკასა“ […] The post „არ დაა-კლებ-თ?“ – როგორ აჩუქა მეცხვარემ „ჯაპანას“ ცხვარი ბავშვის ერთი კითხვის გამო appeared first on გურია ნიუსი.

მსახიობი დავით ხურცილავა („ჯაპანა“) იხსენებს:

„თელავში ვიყავი სტუმრად დუტა სხირტლაძესთან. დუტას ძმა, გიორგი, ახალფეხადგმული დაბანცალებდა. არ ვიცოდი, ლაპარაკიც თუ შეეძლო. შვილო, არ წაიქცე, ფრთხილად-მეთქი, მოვეფერე ბავშვს.

მკვეთრი თელავური კილოთი ჩამომარცვლა: „მ-სა-ხი-ობი ხარ შენაა“?!

ცხვრის საყიდლად ვაპირებდი წასვლას და წავიყვანე – გზაზე მეტიტინება და გამართობს-მეთქი, ერთი წლისაც არ იყო ჯერ…

გადავედი ბაზარში. ბავშვი მკლავზე მიზის, „სოსკასა“ და ღუნღულა ქუდში სახე არ უჩანს. დავაფასებინე გამყიდველს ცხვარი. მითხრა ფასი.

გიორგიმ გამოიღო პირიდან „სოსკა“ და ეკითხება გამყიდველს: „არ დაა-კლებ-თ?“ გაგიჟდა მეცხვარე. ცოცხალი თავით ფული არ გამომართვა და მითხრა, ამ კაი კაცის ხათრით, თუ გინდა, მთელ ფარას გაგატანთო.“

The post „არ დაა-კლებ-თ?“ – როგორ აჩუქა მეცხვარემ „ჯაპანას“ ცხვარი ბავშვის ერთი კითხვის გამო appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური