“ღირსებით ევროპისკენო, ჩემი საქართველო აქ არისო და სად წახვედით? პუტინის სისხლიანი სუვერენული დემოკრატიისკენ და აიათოლების რეჟიმისკენ?” – ნუგზარ წიკლაური — Cnoba

პარალელი სიახლე 07 Mar 2026, 16:09

სააგენტო "პარალელი" “ღირსებით ევროპისკენო, ჩემი საქართველო აქ არისო და სად წახვედით? პუტინის სისხლიანი სუვერენული დემოკრატიისკენ და აიათოლების რეჟიმისკენ?” – ნუგზარ წიკლაური “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს და მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი პარტიისა და ტვ “იმედის” მიმართ: “თუ ვინმეს არგუმენტები დააკლდა ბრიტანეთის მხრიდან ტვ “იმედის” რუსული პროპაგანდის არხად გამოცხადების თაობაზე, ნახოს გერმანიის ელჩის და ნინო ლომჯარიას ფარული თვალთვალის კადრები, რომელიც ამ ტელევიზიამ გაავრცელა. საბჭოთა პროპაგანდაც არ ყოფილა ასე ზნედაცემული, როდესაც ძია სემს და […] “ღირსებით ევროპისკენო, ჩემი საქართველო აქ არისო და სად წახვედით? პუტინის სისხლიანი სუვერენული დემოკრატიისკენ და აიათოლების რეჟიმისკენ?” – ნუგზარ წიკლაური პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ღირსებით ევროპისკენო, ჩემი საქართველო აქ არისო და სად წახვედით? პუტინის სისხლიანი სუვერენული დემოკრატიისკენ და აიათოლების რეჟიმისკენ?” – ნუგზარ წიკლაური

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს და მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი პარტიისა და ტვ “იმედის” მიმართ:

თუ ვინმეს არგუმენტები დააკლდა ბრიტანეთის მხრიდან ტვ “იმედის” რუსული პროპაგანდის არხად გამოცხადების თაობაზე, ნახოს გერმანიის ელჩის და ნინო ლომჯარიას ფარული თვალთვალის კადრები, რომელიც ამ ტელევიზიამ გაავრცელა.

საბჭოთა პროპაგანდაც არ ყოფილა ასე ზნედაცემული, როდესაც ძია სემს და “იმპერიალისტებს” ებრძოდა “პრავდას”, “იზვესტიას” და “კომსომოლსკაია პრავდას” ფურცლებიდან.

მარტო რეჟიმმა არა, რეჟიმის ჟურნალისტებმაც საბოლოოდ დაკარგეს საკუთარი ხალხის მხრიდან ლეგიტიმაცია, პატივისცემა და ნდობა.

ღირსებით ევროპისკენო, ჩემი საქართველო აქ არისო და სად წახვედით? პუტინის სისხლიანი სუვერენული დემოკრატიისკენ და აიათოლების რეჟიმისკენ?

ეგრე ჩანს ჩვენი მომავალი ირანის ფერებად განათებული ანძიდან?” – წერს ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში.

“ღირსებით ევროპისკენო, ჩემი საქართველო აქ არისო და სად წახვედით? პუტინის სისხლიანი სუვერენული დემოკრატიისკენ და აიათოლების რეჟიმისკენ?” – ნუგზარ წიკლაური
პარალელი


რელევანტური