სააგენტო "პარალელი"
“თუ ხელისუფლება ამაზე უარს იტყვის, მთელი მათი თამაში გამოაშკარავდება” – გია ხუხაშვილის შეთავაზება დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით
დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ განსხვავებულ პოზიციებს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
“მიუხედავად შექმნილი სპეციფიური ვითარებისა, ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული ოპოზიციური ძალები მონაწილეობას იღებენ ხელისუფლებასთან აფილირებული ტელევიზიების დებატებში, მეორე ნაწილი კი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
იმისათვის, რომ შეწყდეს ეს კინკლაობა და თუნდაც ამ საკითხში რაღაცაზე შეთანხმდნენ, გთავაზობთ შემდეგს:
ყველამ, ვინც ოპოზიციონერად თვლის თავს, განაცხადოს, რომ მიიღებს მონაწილეობას ამ დებატებში იმ პირობით, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები იგივეს გააკეთებენ კრიტიკულად განწყობილი მედიების შესაბამის ფორმატებში.
თუ ხელისუფლება ამაზე უარს იტყვის, მთელი მათი თამაში გამოაშკარავდება.
თუ დათანხმდება, ოპოზიციას გაუჩნდება შანსი, ყველა, მათ შორის პროპაგანდის მითოლოგიით გაჯერებულ ოჯახებშიც შევიდეს თავისი სიმართლით“, – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
“თუ ხელისუფლება ამაზე უარს იტყვის, მთელი მათი თამაში გამოაშკარავდება” – გია ხუხაშვილის შეთავაზება დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით
პარალელი