რა მაგარია ! – უსაყვარლესი ტყუპების დაჩის და დანიელის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია ხდება ცნობილი — Cnoba

elNews სიახლე 07 Mar 2026, 15:35

კუპატას თავგადასავლის შემდეგ, გიორგი კეკელიძე მორიგ წიგნზე მუშაობს. ამის შესახებ მწერალი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ წიგნის მთავარი პერსონაჟები ყველასათვის საყვარელი შოშიები – დაჩი და დანიელი იქნებიან. „კუპატას თავგადასავალმა ხომ დიდი ამბავი შექმნა, მაგრამ მისი მეორე წიგნი, გამოგიტყდებით და უკეთესი გამოდის. აქ დრო უკან ბრუნდება და კუპატა, თოლია-თვითმფრინავთან ერთად, აფრიკიდან მძინარა ზებრის ჩამოსაყვანად მიემართება. … რა მაგარია ! – უსაყვარლესი ტყუპების დაჩის და დანიელის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია ხდება ცნობილი Read More » The post რა მაგარია ! – უსაყვარლესი ტყუპების დაჩის და დანიელის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია ხდება ცნობილი appeared first on elNews.ge.

კუპატას თავგადასავლის შემდეგ, გიორგი კეკელიძე მორიგ წიგნზე მუშაობს.

ამის შესახებ მწერალი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ წიგნის მთავარი პერსონაჟები ყველასათვის საყვარელი შოშიები – დაჩი და დანიელი იქნებიან.

„კუპატას თავგადასავალმა ხომ დიდი ამბავი შექმნა, მაგრამ მისი მეორე წიგნი, გამოგიტყდებით და უკეთესი გამოდის. აქ დრო უკან ბრუნდება და კუპატა, თოლია-თვითმფრინავთან ერთად, აფრიკიდან მძინარა ზებრის ჩამოსაყვანად მიემართება. იმ ზებრის, მერე გზაზე ბავშვები რომ გადაჰყავდა. ჰოდა, აფრიკამდე ბევრ საინტერესო ადგილს გაივლის – პინგვინი გვინის სამეფოს, სულ პირველი სათამაშოების კუნძულს, პატრონებისგან მიტოვებული ძაღლების კუნძულს და სხვა ჯადოსნურ ადგილებს.

და კიდევ, მისი თანამგზავრები, სხვებთან ერთად ტყუპი შოშიები – დაჩი და დანიელი იქნებიან,“ – წერს გიორგი კეკელიძე.

The post რა მაგარია ! – უსაყვარლესი ტყუპების დაჩის და დანიელის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია ხდება ცნობილი appeared first on elNews.ge.


რელევანტური