რატომ იზრდება კანიონებსა და მღვიმეებში შესვლის გადასახადი — Cnoba

MegaTV სიახლე 07 Mar 2026, 10:43

მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან საქართველოს კანიონებისა და მღვიმეების ნაწილზე შესვლის გადასახადი იზრდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, გადასახადის ზრდა დაკავშირებულია ვიზიტორთა გაზრდილ რაოდენობასა და მართვის მექანიზმების გაუმჯობესებასთან. ამასთანავე, სააგენტოში განმარტავენ, რომ მათი მიზანია ვიზიტორთა ნაკადების ისე გადანაწილება, რომ დაცული ტერიტორიების ბუნებრივ რესურსებსა და ეკოლოგიურ გამტარუნარიანობას ზიანი არ მიადგეს. „იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებსა და მარტვილისა […]

მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან საქართველოს კანიონებისა და მღვიმეების ნაწილზე შესვლის გადასახადი იზრდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, გადასახადის ზრდა დაკავშირებულია ვიზიტორთა გაზრდილ რაოდენობასა და მართვის მექანიზმების გაუმჯობესებასთან.

ამასთანავე, სააგენტოში განმარტავენ, რომ მათი მიზანია ვიზიტორთა ნაკადების ისე გადანაწილება, რომ დაცული ტერიტორიების ბუნებრივ რესურსებსა და ეკოლოგიურ გამტარუნარიანობას ზიანი არ მიადგეს.

„იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებსა და მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციებს დაქვემდებარებულ ობიექტებზე ახალი სატარიფო პოლიტიკა ძალაში შედის 2026 წლის 1-ელი აპრილიდან, რაც ითვალისწინებს საფასო პოლიტიკის კორექტირებას. ზემოთ აღნიშნული ცვლილებები დაკავშირებულია ვიზიტორთა გაზრდილ რაოდენობასთან, მართვის მექანიზმების გაუმჯობესებისა და ვიზიტორთა ნაკადების გადანაწილების მიზნებიდან გამომდინარე, ისე, რომ დაცული ტერიტორიების ბუნებრივ რესურსებსა და ეკოლოგიურ გამტარუნარიანობას ზიანი არ მიადგეს, ხოლო ტურიზმის განვითარება განხორციელდეს მდგრადობის პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით.

დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნულის პარალელურად, ასევე 1 აპრილიდან ამოქმედდება „კომბო“ ბილეთების სისტემა, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა დაცული ტერიტორიის მონახულება უფრო ბიუჯეტურად იქნება შესაძლებელი. ინიციატივის მიზანია ვიზიტორებისთვის ფინანსური დანახარჯის შემცირება – ისინი შეძლებენ ბიუჯეტურ ფასად შეიძინონ რამდენიმე ტერიტორიის ბილეთი ერთი პაკეტით, ასევე „კომბო“ ბილეთები ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების თანაბარ გადანაწილებას, დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ პასუხში.

რა ეღირება მღვიმეებსა და კანიონებზე შესვლა?

 

 

მარტვილის კანიონები

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო;
  • ბილეთი ქართველი არასრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) – 5.5 ლარი;
  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის (სრულწლოვნებისთვის) – 16 ლარი;
  • უცხოელებისთვის – 40 ლარი;
  • სამოქალაქო ქორწილების გაფორმების ცერემონიალი – 100 ლარი.

 

ოკაცეს კანიონი

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო;
  • ბილეთი ქართველი არასრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) – 5.5 ლარი;
  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის (სრულწლოვნებისთვის) – 16 ლარი;
  • უცხოელებისთვის 30 ლარი;
  • სამოქალაქო ქორწილების გაფორმების ცერემონიალი – 100 ლარი.

 

ოკაცეს ჩანჩქერი

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო;
  • ბილეთი ქართველი არასრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) – 5.5 ლარი;
  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის (სრულწლოვნებისთვის) – 12 ლარი;
  • უცხოელებისთვის 20 ლარი;
  • სამოქალაქო ქორწილების გაფორმების ცერემონიალი – 100 ლარი.

 

პრომეთეს მღვიმე

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო;
  • ბილეთი ქართველი არასრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) – 5.5 ლარი;
  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის (სრულწლოვნებისთვის) – 16 ლარი;
  • უცხოელებისთვის 40 ლარი;
  • ნავით გადაადგილება მღვიმეში რეზიდენტებისთვის – 14 ლარი;
  • ნავით გადაადგილება უცხოელებისთვის – 30 ლარი;
  • სამოქალაქო ქორწილების გაფორმების ცერემონიალი – 100 ლარი.

 

სათაფლია

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო;
  • ბილეთი ქართველი არასრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) – 5.5 ლარი;
  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის (სრულწლოვნებისთვის) – 15 ლარი;
  • უცხოელებისთვის 30 ლარი;
  • სამოქალაქო ქორწილების გაფორმების ცერემონიალი – 100 ლარი;
  • „VIP მომსახურება“ – ვიზიტორთა შესვლას და ბილეთის ფასში შემავალი სერვისებით სარგებლობას სამუშაო საათების განმავლობაში მათთვის სასურველ დროს, პერსონალური, ინდივიდუალური გამყოლის თანხლებით, ცოცხალი რიგის გვერდის ავლით – 200 ლარი პლუს ბილეთი.

 

ნავენახევის მღვიმე

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო;
  • 6-დან 18 წლამდე საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის – 5.5 ლარი;
  • საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანი პირებისთვის – 8 ლარი;
  • უცხოელებისთვის – 12 ლარი;
  • „VIP მომსახურება“ – ვიზიტორთა შესვლას და ბილეთის ფასში შემავალი სერვისებით სარგებლობას სამუშაო საათების განმავლობაში მათთვის სასურველ დროს, პერსონალური, ინდივიდუალური გამყოლის თანხლებით, ცოცხალი რიგის გვერდის ავლით – 200 ლარი პლუს ბილეთი.

 

კომბო ბილეთები

 

პრომეთეს მღვიმე + ნავენახევის მღვიმე

  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის – 20 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 45 ლარი.

 

პრომეთეს მღვიმე + სათაფლიას მღვიმე + ნავენახევის მღვიმე

  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის – 35 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 75 ლარი.

 

მარტვილის კანიონი + კინჩხას ჩანჩქერი

  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის – 22 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 50 ლარი.

 

მარტვილის კანიონი + ოკაცეს კანიონი + კინჩხას ჩანჩქერი

  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის – 38 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 80 ლარი.

 

ოკაცეს კანიონი + კინჩხის ჩანჩქერი

  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის – 22 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 40 ლარი.

 

პრომეთეს მღვიმე + მარტვილის კანიონი + ნავენახევი

  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის – 35 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 85 ლარი.

 

პრომეთეს მღვიმე + მარტვილის კანიონი + კინჩხას ჩანჩქერი

  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის – 38 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 90 ლარი.

რელევანტური