როგორ შეიცვალა საწვავის ფასები საქართველოში — Cnoba

MegaTV სიახლე 07 Mar 2026, 09:04

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. შედეგად, პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 92.69 დოლარით (+8.51%) განისაზღვრა, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 90.90 დოლარია (+12.21%) რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირის განმავლობაში საწვავის ფასები ბრენდული ბენზინგასამართი სადგურების უმეტეს ნაწილში არ შეცვლილა. თუმცა, Portal-ის ევრო […]

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს.

შედეგად, პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 92.69 დოლარით (+8.51%) განისაზღვრა, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 90.90 დოლარია (+12.21%)

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირის განმავლობაში საწვავის ფასები ბრენდული ბენზინგასამართი სადგურების უმეტეს ნაწილში არ შეცვლილა. თუმცა, Portal-ის ევრო დიზელის ღირებულება მიმდინარე კვირას 5 თეთრი, ეფექტური დიზელის კი 10 თეთრით გაძვირდა.

როგორია საწვავის ფასები დღეს საქართველოში

 

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე:

Gulf

 

  • G-Force სუპერი – 3.53 ლარი;
  • G-Force პრემიუმი – 3.07 ლარი;
  • G-Force ევრო რეგულარი – 2.97 ლარი;
  • ევრო რეგულარი – 2.92 ლარი;
  • G-Force ევრო დიზელი – 3.13 ლარი;
  • ევრო დიზელი – 3.03 ლარი.

Wissol

 

  • ეკო სუპერი – 3.54 ლარი;
  • ეკო პრემიუმი – 3.12 ლარი;
  • ეკო დიზელი – 3.13 ლარი;
  • ევრო დიზელი – 3.08 ლარი;
  • ევრო რეგულარი – 2.97 ლარი.

Socar

 

  • ნანო სუპერი – 3.55 ლარი;
  • ნანო პრემიუმი – 3.11 ლარი;
  • ნანო ევრო რეგულარი – 2.95 ლარი;
  • ევრო 5 დიზელი – 2.99 ლარი;
  • ნანო ევრო 5 დიზელი – 3.08 ლარი.

Rompetrol

 

  • Efix სუპერი – 3.59 ლარი;
  • Efix ევრო პრემიუმი – 3.15 ლარი;
  • ევრო რეგულარი – 3.04 ლარი;
  • Efix ევრო დიზელი – 3.15 ლარი;
  • ევრო დიზელი – 3.10 ლარი.

Portal

 

  • სუპერი – 2.99 ლარი;
  • პრემიუმი – 2.94 ლარი;
  • ევრო რეგულარი – 2.74 ლარი;
  • ევრო დიზელი – 2.99 ლარი;
  • ეფექტური დიზელი – 2.84 ლარი.

Connect

 

  • სუპერი – 3.14 ლარი;
  • პრემიუმი – 2.94 ლარი;
  • ევრო რეგულარი – 2.74 ლარი;
  • ევრო დიზელი – 2.84 ლარი;
  • დიზელი – 2.74 ლარი.

რელევანტური