ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის — Cnoba

GuriaNews სიახლე 07 Mar 2026, 08:32

ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის. ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ცნობით, ირანის ლიდერთა დროებითმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმები აღარ განხორციელდეს. „მსურს, რომ ბოდიში მოვუხადო მეზობელ ქვეყნებს, რომლებსაც ირანი თავს დაესხა. ამიერიდან მათზე თავდასხმა არ განხორციელდება, თუ ეს ქვეყნები ჩვენ არ დაგვესხმებიან თავს. ეს საკითხი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს“, – […] The post ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის appeared first on გურია ნიუსი.

ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის.

ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ცნობით, ირანის ლიდერთა დროებითმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმები აღარ განხორციელდეს.

„მსურს, რომ ბოდიში მოვუხადო მეზობელ ქვეყნებს, რომლებსაც ირანი თავს დაესხა. ამიერიდან მათზე თავდასხმა არ განხორციელდება, თუ ეს ქვეყნები ჩვენ არ დაგვესხმებიან თავს. ეს საკითხი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.

ასევე, მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდება „უპირობო დანებების“ შესახებ, „ოცნებას წარმოადგენს“.

„ეს ოცნებაა, რომელიც საფლავში უნდა წაიღონ, თუ ფიქრობენ, რომ ჩვენ უპირობოდ დავნებდებით“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

The post ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური