“ბოროტებას, რომელიც ახლა მძვინვარებს ქვეყანაში, მხოლოდ და მხოლოდ, სიკეთე თუ დაამარცხებს, სხვა ვერაფერი” – გიორგი ვაშაძე — Cnoba

პარალელი სიახლე 06 Mar 2026, 10:28

სააგენტო "პარალელი" “ბოროტებას, რომელიც ახლა მძვინვარებს ქვეყანაში, მხოლოდ და მხოლოდ, სიკეთე თუ დაამარცხებს, სხვა ვერაფერი” – გიორგი ვაშაძე “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ინგა გრიოგოლიას რეაქცია”, “ოპოზიციის ალიანსი” – “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ეროვნულ თანხმობაზე საუბრობს, რათა ქვეყანაში დასრულდეს დაპირისპირება: “თანხმობა – ეს არის ერთადერთი გზა! ჩვენ ყველას ვთავაზობთ თანხმობას, თანხმობის გზას: მათ ვისაც სურთ, რომ ქვეყანაში დასრულდეს ეს დაპირისპირება. ვისაც სურს რომ ეს ბოროტი უსამართლობა, რაც არის ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს. […] “ბოროტებას, რომელიც ახლა მძვინვარებს ქვეყანაში, მხოლოდ და მხოლოდ, სიკეთე თუ დაამარცხებს, სხვა ვერაფერი” – გიორგი ვაშაძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ბოროტებას, რომელიც ახლა მძვინვარებს ქვეყანაში, მხოლოდ და მხოლოდ, სიკეთე თუ დაამარცხებს, სხვა ვერაფერი” – გიორგი ვაშაძე

“ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ინგა გრიოგოლიას რეაქცია”, “ოპოზიციის ალიანსი” – “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ეროვნულ თანხმობაზე საუბრობს, რათა ქვეყანაში დასრულდეს დაპირისპირება:

თანხმობა – ეს არის ერთადერთი გზა! ჩვენ ყველას ვთავაზობთ თანხმობას, თანხმობის გზას:

მათ ვისაც სურთ, რომ ქვეყანაში დასრულდეს ეს დაპირისპირება.
ვისაც სურს რომ ეს ბოროტი უსამართლობა, რაც არის ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს.
ვისაც სურს, რომ საქართველო წავიდეს ევროპული განვითარების გზით.
ვისაც სურს, რომ რეგიონის ლიდერის სტატუსი დავიბრუნოთ.
ვისაც სურს, რომ ქვეყანაში ნორმალურად იცხოვროს.
ვისაც სურს, რომ ახალგაზრდებს არ კლავდნენ ქვეყანაში…

მართლა მძიმე მოსასმენი იყო თქვენს წინა ეთერში, როცა შვილმოკლული დედა სამართალს ვერ პოულობს. ამაზე უფრო მძიმე რა უნდა იყოს? და სამწუხაროდ ეს არაა ერთი ფაქტი…

თითქოს ბოროტი უსამართლობა დადის მთელ ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველგან, ყველა სეგმენტში…

ვისაც სურს, რომ ეს ყველაფერი დაასრულოს, ვთავაზობთ თანხმობის გზას, გაერთიანების გზას, ერთად დგომის გზას იმიტომ, რომ ბოროტებას, რომელიც ახლა მძვინვარებს ქვეყანაში, მხოლოდ და მხოლოდ, სიკეთე თუ დაამარცხებს, სხვა ვერაფერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

“ბოროტებას, რომელიც ახლა მძვინვარებს ქვეყანაში, მხოლოდ და მხოლოდ, სიკეთე თუ დაამარცხებს, სხვა ვერაფერი” – გიორგი ვაშაძე
პარალელი


რელევანტური