“ავტოკრატიული სისტემა საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპულ მომავალს”- მარტა კოსი — Cnoba
“საქართველოს ახალი კანონები უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ და პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის შესახებ, ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეზე კიდევ ერთ თავდასხმას წარმოადგენს” – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი ავრცელებს „პოლიტიკურ გამოხატვაზე სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპულ მომავალს, რომელიც მისი მოსახლეობის უმრავლესობას სურს“, – წერს კოსი. მანამდე, მარტა კოსმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელეს. The post “ავტოკრატიული სისტემა საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპულ მომავალს”- მარტა კოსი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.