თბილისის მერია – ორთაჭალაში გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება — Cnoba

News.ge სიახლე 06 Mar 2026, 16:46

ორთაჭალაში გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. განცხადების თანახმად, ავტობანის გარკვეულ მონაკვეთში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანება, ხოლო სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები შეინიშნება. „ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტობანის გარკვეულ მონაკვეთში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანება, ხოლო სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები შეინიშნება. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, […]

ორთაჭალაში გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ავტობანის გარკვეულ მონაკვეთში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანება, ხოლო სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები შეინიშნება.

„ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტობანის გარკვეულ მონაკვეთში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანება, ხოლო სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები შეინიშნება.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 6 მარტიდან უსაფრთხოებისა და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორთაჭალის ავტობანზე, ე.წ. მოსაბრუნებელი ხიდიდან დიმიტრი გულიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გზის მხოლოდ ერთ განაპირა ზოლში.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, – ნათქვამია განცხადებაში.


რელევანტური