“კახის საერთოდ არ ვიცნობ… არანაირი გადაკვეთა არ მქონია, არასდროს…” – ქეთო თოფურიძე გახმაურებულ ჭორზე — Cnoba

Tbilisi Times სიახლე 06 Mar 2026, 16:19

როგორც იცით, მარტის დასაწყისში, საჰაერო თავდაცვის სისტემები დუბაის ცაზე ირანული დრონებისა და რაკეტების იერიშს იგერიებდა. ირანის იერიშების შედეგად დაზიანდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტიც. ამ დროს, ომანიდან თბილისში საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად, კერძო თვითმფრინავის მიერ შესრულებულ პირველ რეისს, დიდი ხმაური მოჰყვა. სწარაფად გაზიარდა ქეთო თოფურიძის მიერ „ინსტაგრამზე“ განთავსებული ფოტო და პოსტი: „რო­გორც იქნა სახ­ლში ვარ. თბი­ლი­სი, სა­ქარ­თვე­ლო. მად­ლო­ბა […] The post “კახის საერთოდ არ ვიცნობ… არანაირი გადაკვეთა არ მქონია, არასდროს…” – ქეთო თოფურიძე გახმაურებულ ჭორზე appeared first on TTimes.GE.

როგორც იცით, მარტის დასაწყისში, საჰაერო თავდაცვის სისტემები დუბაის ცაზე ირანული დრონებისა და რაკეტების იერიშს იგერიებდა. ირანის იერიშების შედეგად დაზიანდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტიც.

ამ დროს, ომანიდან თბილისში საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად, კერძო თვითმფრინავის მიერ შესრულებულ პირველ რეისს, დიდი ხმაური მოჰყვა. სწარაფად გაზიარდა ქეთო თოფურიძის მიერ „ინსტაგრამზე“ განთავსებული ფოტო და პოსტი:

„რო­გორც იქნა სახ­ლში ვარ. თბი­ლი­სი, სა­ქარ­თვე­ლო. მად­ლო­ბა ყვე­ლას სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და მხარ­და­ჭე­რის­თვის…“ – წერდა ეკა კახიანის ნაბოლარა ქალიშილი ფოტოზე, სადაც დასთან, ანასტასია თოფურიძესთან და ნოშიკო ნამორაძესთან ერთად არის გადაღებული. სწორედ ამ უკანასკნელის მიერ დაქირავებული კერძო თვითმფრინავით მოხდა ადამიანების ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოყვანა.

ქეთო თოფურიძე

ბიზ­ნეს­მენ ნო­ში­კო ნა­მო­რა­ძის მე­უღ­ლემ, ნინო სუ­თი­ძემ კი გან­მარ­ტა, რომ ეს იყო მე­გობ­რუ­ლი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ნა­ბი­ჯი:

„მე თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი, ჩემ­მა მე­უღ­ლემ კი ჩა­მო­იყ­ვა­ნა ისი­ნი, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბო­და. მას­კა­ტი­დან გა­მოფ­რინ­დნენ 14-კა­ცი­ა­ნი ბორ­ტით. ჩვენ ხში­რად ვართ დუ­ბა­ი­ში, საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ბორტზე ძა­ლი­ან ში­ნა­უ­რე­ბი ის­ხდნენ, ასე­ვე ორი ადა­მი­ა­ნი, იქა­უ­რე­ბი, ვინც ითხო­ვა წა­მოს­ვლა. ეკა კა­ხი­ა­ნის ოჯახ­თან ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ. გო­გო­ე­ბი იქ იყ­ვნენ, ეკამ და­მი­რე­კა და მი­თხრა… ასე გა­და­წყდა მათი წა­მოყ­ვა­ნა. ეს იყო უბ­რა­ლოდ პირ­ვე­ლი კერ­ძო რე­ი­სი. ამ ამ­ბის პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­დაყ­ვა­ნა არას­წო­რია.”

ამ რეისს დაემთხვა თბილისის მერის დუბაიში ჩარჩენაც, რომელიც იქ, ცოლ-შვილთან ერთად დაბადების დღის გადასახდელად იყო და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სამშობლოში, რამდენიმე დღის დაგვიანებით დაბრუნდა.

„სკანდალური რეისის“ ერთ-ერთი მგზავრი, ქეთო თოფურიძე კი „ზმნასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს აბსურდული ისტერიკა მისთვის გაუგებრად ატყდა.

ქეთო თოფურიძე: უკვე ერთი წელია დუბაიში ვცხოვრობ. იქ საცხოვრებლად აპრილში გადავედი. ქართულ დეველოპერულ კომპანია „ნექსთში“ ვმუშაობ, რომელიც იქ სახლებს აშენებს. გენერალური მენეჯერის თანამდებობას ვიკავებ. საქართველოში იშვიათად ჩამოვდივარ.

ჩემი და, ანასტასია იყო ჩემთან ერთად. ძალიან მოულოდნელად არეულობა დაიწყო. დუბაი, რომელიც ბევრი წელია, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად სახელდება, უცებ დრონების და რაკეტების ეპიცენტრში აღმოჩნდა, რაც არავის წარმოედგინა. ეს ამბები რომ დაიწყო, მეორე დღეს ნოშიკო ნამორაძემ, რომელიც მეუღლესთან ერთად ჩვენი ოჯახის ახლობელია, გადაწყვიტა, რომ 14 კაციანი თვითმრინავით მისი შინაურები და ახლობლები ჩამოეყვანა. ნოშიკო იყო პირველი, რომლებმაც დუბაიდან ქართველები წამოიყვანა. ამის შემდეგ დაინიშნა ჩარტერული რეისები. ძალიან პანიკური სიტუაცია იყო, ფაქტობრივად, ომში ვიყავით. ერთ-ერთი პირველია ჩვენი ქვეყანა, ვინც ჩარტერი დანიშნა.

რომ ჩამოვფრინდით, ამის აღსანიშნავად ფოტო გადავიღე და დავდე „ინსტაგრამზე“ და ატყდა ერთი ამბავი! ჩემი მეგობრები იქ დარჩნენ, მძიმე მდგომარეობაში და განვიცდიდი მათ მდგომრეობას. ჩემთვის იყო ყოვლად გაუგებარი ამ ადამიანების დამოკიდებულება. შეგრძნება მაქვს, რომ არ უხარიათ, რომ კარგად ხარ. ეს ადამიანები ხომ არ არიან უცხოები? ჩვენ ხომ თანამოქალაქეები ვართ. ჩვენ ხომ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და რატომ აქვთ ასეთი მძიმე დამოკიდებულება კარგად მყოფი ადამიანის მიმართ, ვერ ვხვდები. როცა ხედავენ, რომ ადამიანს არ აქვს პრობლემა, კარგად ცხოვრობს (ვისთვის რა არის კარგად ცხოვრება), ცუდად ხდებიან. ეს მე ძალიან მწყინს და მაწუხებს. მე ყველა – ვიცნობ თუ არ ვიცნობ, მინდა იყოს კარგად და ყველაფერი შეძლოს. იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთი გავახნევოთ, ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის უცნაურია. მე მაინც ყველას საუკეთესოს ვუსურვებ.

თქვენთან ერთად ვინ გამოფრინდა?

სტატია სრულად 

The post “კახის საერთოდ არ ვიცნობ… არანაირი გადაკვეთა არ მქონია, არასდროს…” – ქეთო თოფურიძე გახმაურებულ ჭორზე appeared first on TTimes.GE.


რელევანტური