“ეს არის დღევანდელი მთავარი ამოცანა – გაერთიანება რუსული რეჟიმისაგან გასათავისუფლებლად!” – ბეჟან ჯავახია “ოპოზიციის ალიანსის” დაფუძნებაზე — Cnoba

პარალელი სიახლე 06 Mar 2026, 07:43

სააგენტო "პარალელი" “ეს არის დღევანდელი მთავარი ამოცანა – გაერთიანება რუსული რეჟიმისაგან გასათავისუფლებლად!” – ბეჟან ჯავახია “ოპოზიციის ალიანსის” დაფუძნებაზე საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ისტორიკოსი, პროფესორი ბეჟან ჯავახია “ოპოზიციის ალიანსის” დაფუძნებას განსაკუთრებით პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება: “გაუმარჯოს ერთობას საქართველოსათვის, გამარჯვებისათვის! მადლობა ყველას ვინც დათმო კერძო და პრივატული ინტერესები და სხვაობები, ვინც იშრომა და იღვაწა ერთობის მისაღწევად! ეს არის დღევანდელი მთავარი ამოცანა – გაერთიანება რუსული რეჟიმისაგან გასათავისუფლებლად! რაც შეეხება იმას, […] “ეს არის დღევანდელი მთავარი ამოცანა – გაერთიანება რუსული რეჟიმისაგან გასათავისუფლებლად!” – ბეჟან ჯავახია “ოპოზიციის ალიანსის” დაფუძნებაზე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ეს არის დღევანდელი მთავარი ამოცანა – გაერთიანება რუსული რეჟიმისაგან გასათავისუფლებლად!” – ბეჟან ჯავახია “ოპოზიციის ალიანსის” დაფუძნებაზე

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ისტორიკოსი, პროფესორი ბეჟან ჯავახია “ოპოზიციის ალიანსის” დაფუძნებას განსაკუთრებით პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება:

გაუმარჯოს ერთობას საქართველოსათვის, გამარჯვებისათვის!

მადლობა ყველას ვინც დათმო კერძო და პრივატული ინტერესები და სხვაობები, ვინც იშრომა და იღვაწა ერთობის მისაღწევად!

ეს არის დღევანდელი მთავარი ამოცანა – გაერთიანება რუსული რეჟიმისაგან გასათავისუფლებლად!

რაც შეეხება იმას, ვინც ამბობს, რომ არ შედის გაერთიანებაში, იმიტომ რომ უნდა დაუტოვოს ამომრჩეველს პოლიტიკურ პარტიებს შორის სხვაობები, არ მგონია, რომ ასეა საქმე. ეს არ არის საარჩევნო გაერთიანება. ეს არის სწორედაც იმისთვის, რომ რუსული რეჟიმისაგან გავთავისუფლდეთ და მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნები. და ეს საკითხიც მაშინ დადეგება. ახლა ერთობა გვჭირდება, რომელიც ემსგავსება განმათავისუფლებელ მოძრაობას.

ასე რომ , “განვიწმინდოთ გულები თავისუფლებისათვის!“, – წერს ბეჟან ჯავახია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ეს არის დღევანდელი მთავარი ამოცანა – გაერთიანება რუსული რეჟიმისაგან გასათავისუფლებლად!” – ბეჟან ჯავახია “ოპოზიციის ალიანსის” დაფუძნებაზე
პარალელი


რელევანტური