“სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა” – ფიშერი — Cnoba

Alia სიახლე 06 Mar 2026, 15:05

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ეხმაურება. „სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა. დარღვევებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვსურს, რომ ჩვეულებრივი პასპორტების მქონე ქართველებმა უვიზო მიმოსვლით სარგებლობა გააგრძელონ. თქვენ მეგობრები ხართ და ევროკავშირში თქვენი მიღება ყოველთვის სასიხარულოა. შეგიძლიათ, რომ ევროკავშირის წევრებიც კი გახდეთ. ეს თქვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. […] The post “სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა” – ფიშერი appeared first on .

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ეხმაურება.

„სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა. 

დარღვევებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვსურს, რომ ჩვეულებრივი პასპორტების მქონე ქართველებმა უვიზო მიმოსვლით სარგებლობა გააგრძელონ. თქვენ მეგობრები ხართ და ევროკავშირში თქვენი მიღება ყოველთვის სასიხარულოა. შეგიძლიათ, რომ ევროკავშირის წევრებიც კი გახდეთ. ეს თქვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ახლა თქვენ ევროკავშირს შორდებით“, – წერს პეტერ ფიშერი X-ზე.

ცნობისთვის, ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაში დღეს შევიდა და 12 თვის განმავლობაში, 2027 წლის 6 მარტამდე იმოქმედებს.

The post “სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა” – ფიშერი appeared first on .


რელევანტური