ბრიტანეთმა ირანის სადაზვერვო სამსახურების დახმარებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა — Cnoba

Alia სიახლე 06 Mar 2026, 12:01

ბრიტანეთის პოლიციამ ირანის სადაზვერვო სამსახურების დახმარებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა, – ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ოთხივე პირი ანტიტერორისტული გამოძიების ფარგლებში დააკავეს და ეჭვმიტანილი არიან „ლონდონის ტერიტორიაზე ებრაულ თემთან დაკავშირებული ადგილებისა და პირების“ თვალთვალში. “ისინი დააკავეს ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების აქტის საფუძველზე, რომელიც მოიცავს უცხოური სადაზვერვო სამსახურის დახმარებასთან დაკავშირებულ ქმედებებს. ქვეყანა, რომელსაც გამოძიება ეხება, არის ირანი“, – განაცხადეს […] The post ბრიტანეთმა ირანის სადაზვერვო სამსახურების დახმარებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა appeared first on .

ბრიტანეთის პოლიციამ ირანის სადაზვერვო სამსახურების დახმარებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა, – ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოთხივე პირი ანტიტერორისტული გამოძიების ფარგლებში დააკავეს და ეჭვმიტანილი არიან „ლონდონის ტერიტორიაზე ებრაულ თემთან დაკავშირებული ადგილებისა და პირების“ თვალთვალში.

“ისინი დააკავეს ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების აქტის საფუძველზე, რომელიც მოიცავს უცხოური სადაზვერვო სამსახურის დახმარებასთან დაკავშირებულ ქმედებებს. ქვეყანა, რომელსაც გამოძიება ეხება, არის ირანი“, – განაცხადეს სამართალდამცავებმა.

დაკავებულებიდან ერთი ირანის მოქალაქეა, სამი კი ბრიტანეთისა და ირანის ორმაგი მოქალაქეა.

The post ბრიტანეთმა ირანის სადაზვერვო სამსახურების დახმარებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა appeared first on .


რელევანტური