
სალომე ზურაბიშვილისა და გახარიას გუნდის დაპირისპირებას “ოცნებაში” ირონიით ეხმიანებიან. ლევან მახაშვილი ამბობს, რომ პროცესს “პოპკორნით” დააკვირდებიან.
ამასთან, “ოცნების” დეპუტატი ოპოზიციას ისევ მტრულ ზრახვებში ადანაშაულებს, თუმცა მისი მტკიცებით, საზოგადოებამ ყველაფერი კარგად იცის.
პოპკორნს მივირთმევთ და დავაკვირდებით, ერთმანეთს როგორ შეჭამენ. არაფერი ახალი არ ხდება ოპოზიციურ ფლანგზე, თვითონ გაერკვნენ, ვინ ვინ არის, რა რა არის. საზოგადოებამ ყველაფერი კარგად იცის, ერთზეც, მეორეზეც და მესამეზეც, ვინ არიან, რა უკეთებიათ ქვეყნისთვის და ხალხისთვის და ზოგიერთი მათგანი დღესაც რას აკეთებს, რომ ერთი სული აქვს, როელიე ქართულ სკოლას დრონი დაეცეს და ააფეთქონ, ამასაც კარგად ხედავენ. ასე რომ, ნაკლებად საინტერესოა ჩვენთვის, როგორც მმართველი ძალისთვის ეს პროცესი, – ამბობს ლევან მახაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ Facebook-ლაივში გახარიას გუნდი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პარტიები, რომლებიც ხან მონაწილეობენ საპარლამენტო საქმიანობაში და ხან მას ბოიკოტს უცხადებენ, „მოღალატეები არიან“.
ზურაბიშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა “საქართველოსთვის” წევრი გიორგი შარაშიძე, რომელმაც თქვა, რომ რეალურად „ოცნების“ ინტერესებს სწორედ ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები ემსახურებიან.