მოსწავლეებზე გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 11 წელი მიუსაჯეს — Cnoba
თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი მოსწავლე გოგონების მიმართ, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებულ ფიზკულტურის მასწავლებელს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. კაცი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა. მან 2024-2025 წლებში, თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ხუთი მოსწავლის მიმართ, ნდობის, ავტორიტეტული და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 12 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან… The post მოსწავლეებზე გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 11 წელი მიუსაჯეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.