ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირი აცხადებს, რომ ომი „ისტორიული კამპანია“ იყო, რომელიც „მოულოდნელი დარტყმის ფაზით“ დაიწყო, რა დროსაც ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების 80% და ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების 60% განადგურდა.
„ჩვენ ახლა ოპერაციის შემდეგ ფაზაში გადავდივართ“, – განაცხადა ზამირმა ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, “ამ ფაზაში ჩვენ კიდევ უფრო დავანგრევთ რეჟიმს და მის სამხედრო შესაძლებლობებს”.
“წინ დამატებითი სიურპრიზები გველის, რომელთა გამჟღავნებასაც არ ვაპირებ“, – დასძინა მან.
ზამირმა ასევე განაცხადა, რომ მან უბრძანა IDF-ს ლიბანში უფრო ღრმად შეჭრა.
„მე დავავალე ისრაელის თავდაცვის ძალებს წინსვლა და საზღვრის გასწვრივ კონტროლის ხაზის გაღრმავება, სამხრეთ ლიბანის საკვანძო წერტილებში პოზიციების განლაგების პარალელურად“, – აღნიშნა ზამირმა და პირობა დადო, რომ ისრაელი „არ დანებდება “ჰეზბოლას” განიარაღების მიზანს“.
ხუთშაბათს საღამოს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ერთი ისრაელელი ოფიცერი მძიმედ დაიჭრა, ხოლო მეორემ – საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო, მას შემდეგ, რაც “ჰეზბოლამ” მათ პოზიციაზე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ისროლა. ჯარისკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
The post ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის appeared first on გურია ნიუსი.