“ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათ უნგრეთი ომში ჩაითრიონ“- პიტერ სიიარტო — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 05 Mar 2026, 18:51

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინის ქმედებები ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მისივე თქმით, კიევს ბუდაპეშტის შანტაჟი და მუქარა არ გამოუვა. „ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ეს უკრაინაა. ეს ისეთი „კულტურაა“, რომელიც კიევიდან მოდის. ეს არის ადამიანი, რომლითაც ბრიუსელი აღფრთოვანებულია და ქვეყანა, რომლის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებაც სურთ. რამდენადაც არ უნდა დაგვემუქროს ვოლოდიმირ ზელენსკი, რამდენად მჭიდროდაც არ უნდა ითანამშრომლოს ურსულა ფონ დერ ლეიენთან და მანფრედ ვებერთან (ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი), ბრიუსელში პარტია Tisza-ს პოლიტიკურ მოკავშირესთან, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათ უნგრეთი ომში ჩაითრიონ“, – განაცხადა სიიარტომ. The post “ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათ უნგრეთი ომში ჩაითრიონ“- პიტერ სიიარტო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური