“ირანმა ნახიჩევანზე თავდასხმა 4 დრონით განახორციელა”- აზერბაიჯანის თავდაცვა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 05 Mar 2026, 17:37

ირანმა ნახიჩევანზე თავდასხმა 4 დრონით განახორციელა. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, ტექნიკური საშუალებების გამოყენების შედეგად დაადგინეს, რომ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონის მიმართულებით ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ იქნა გაშვებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთი დრონი აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურა. “ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ველით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები შეწყვეტენ აშკარა უარყოფას, ბოდიშს მოიხდიან ინციდენტისთვის და უზრუნველყოფენ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ ირანის შესაბამისი ორგანოების მიერ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. The post “ირანმა ნახიჩევანზე თავდასხმა 4 დრონით განახორციელა”- აზერბაიჯანის თავდაცვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური