ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს 30 დრონი დააფიქსირეს — Cnoba

TV4 სიახლე 05 Mar 2026, 14:18

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს 30 დრონი დააფიქსირეს. „გუშინ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების უპრეცედენტო შემთხვევას ჰქონდა ადგილი. დრონების ჩამოვარდნა ბევრ დასახლებულ პუნქტში დაფიქსირდა. აფხაზეთისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ერთობლივი სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საჰაერო ძალების მეთაურმა, ადგურ გუნბამ. მისი თქმით, დრონების „99% განადგურდა, ხოლო ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები 11 დასახლებულ პუნქტში […] The post ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს 30 დრონი დააფიქსირეს appeared first on TV 4.

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს 30 დრონი დააფიქსირეს.

„გუშინ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების უპრეცედენტო შემთხვევას ჰქონდა ადგილი. დრონების ჩამოვარდნა ბევრ დასახლებულ პუნქტში დაფიქსირდა. აფხაზეთისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ერთობლივი სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საჰაერო ძალების მეთაურმა, ადგურ გუნბამ.

მისი თქმით, დრონების „99% განადგურდა, ხოლო ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები 11 დასახლებულ პუნქტში იპოვეს“.

შეგახსენებთ, ღამით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა.

The post ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს 30 დრონი დააფიქსირეს appeared first on TV 4.


რელევანტური