რატომ იზრდება ხორცის, რძისა და რძის პროდუქტების ფასები — Cnoba

Knews სიახლე 05 Mar 2026, 09:00

knews.ge რატომ იზრდება ხორცის, რძისა და რძის პროდუქტების ფასები ხორცზე, რძესა და რძის პროდუქტებზე შიდა ბაზარზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა შიდა წარმოება ამ ყველაფერს ვერ მიყვება. გამოდის, შიდა მოთხოვნის დაბალანსება The post რატომ იზრდება ხორცის, რძისა და რძის პროდუქტების ფასები appeared first on knews.ge.

knews.ge
რატომ იზრდება ხორცის, რძისა და რძის პროდუქტების ფასები

ხორცზე, რძესა და რძის პროდუქტებზე შიდა ბაზარზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა შიდა წარმოება ამ ყველაფერს ვერ მიყვება. გამოდის, შიდა მოთხოვნის დაბალანსება ძირითადად, იმპორტის ხარჯზე ხდება, – აცხადებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას რატი კოჭლამაზაშვილი განმარტავს, რომ წლების განმავლობაში ხორცის, რძისა და რძის პროდუქტების იმპორტი კატასტროფულად იზრდება.

„მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ფერმერების ზომა, აქცენტი საოჯახო ფერმერულ მეურნეობებზე გაკეთდეს, ვინაიდან საოჯახო მეურნეობებში ჩართულია ძირითადად, ოჯახი და დღეს თუ ერთ კონკრეტულ გამოწვევას ჰკითხავთ ნებისმიერ ფერმერსა თუ აგრომეწარმეს, ყველა მუშახელის დეფიციტს დაასახელებს. ამდენად, საოჯახო მეურნეობებს შეუძლიათ, ეს საკითხი თავიანთი შრომით გამოასწორონ“, – ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.

The post რატომ იზრდება ხორცის, რძისა და რძის პროდუქტების ფასები appeared first on knews.ge.


რელევანტური