სენაკში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა — Cnoba

Alia სიახლე 05 Mar 2026, 08:22

სენაკში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ე. წ. „ნატოჩაოს უბანში“ ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა. 70 წლამდე მამაკაცმა, რომელიც აღნიშნულ შენობაში დარაჯად მუშაობდა, გამოსვლა ვერ მოასწრო. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე […] The post სენაკში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა appeared first on .

სენაკში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ე. წ. „ნატოჩაოს უბანში“ ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა. 70 წლამდე მამაკაცმა, რომელიც აღნიშნულ შენობაში დარაჯად მუშაობდა, გამოსვლა ვერ მოასწრო.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

The post სენაკში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა appeared first on .


რელევანტური