დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო ტყიბულში — Cnoba
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ტყიბულში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოიპოვა 17 კუბურ მეტრამდე სხვადასხვა სახეობის სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ავტომანქანით განახორციელა. საკარმიდამო ნაკვეთში აღმოჩენილია დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უნებართვო სანახშირე. საამქროს ტერიტორიაზეა განთავსებული პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო უწყებაში. „ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, სატყეო სამსახურების თანამშრომლები სისტემურ პატრულირებას ახორციელებენ. ამავდროულად, თანამედროვე ტექნოლოგიების – ვიდეოხაფანგებისა და დრონების… The post დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო ტყიბულში appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.