განახლდა
დღეს: 1176 სიახლე

კანადის პრემიერი აცხადებს, რომ ირანზე თავდასხმებში მონაწილეობას კატეგორიულად ვერასდროს გამორიცხავს

კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, საჭიროა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დაუყოვნებლივ განმუხტვა. „ამჟამად საომარი მოქმედებების გაფართოება გვაქვს. ჩვენ ამას ვაღიარებთ. უნდა შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა. ეს აუცილებელი პირობებია ცეცხლის…

იხილე სრულად: metronome.ge ↗
Trialeti

უნდა შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა. ეს აუცილებელი პირობებია ცეცხლის შეწყვეტისთვის“, - აღნიშნა კანადის პრემიერმა კანბერაში, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. კითხვაზე, გამორიცხა თუ არა ირანზე თავდასხმებში მონაწილეობა, მარკ კარნიმ უპასუხა: „კატეგორიულად ვერასდროს გამოვრიცხავ მონაწილეობას“. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ არსებობს განსხვავება შეტევით და თავდაცვით ქმედებებს შორის.

კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, საჭიროა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დაუყოვნებლივ განმუხტვა. „ამჟამად საომარი მოქმედებების გაფართოება გვაქვს. ჩვენ ამას ვაღიარებთ. უნდა შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა. ეს აუცილებელი პირობებია ცეცხლის…

Metronome

ევროკავშირ-კანადის „სიყვარულის ისტორიას“ თბილ სიტყვებზე მეტი სჭირდება, დროა, ეს ისტორია კონკრეტულ ვალდებულებებად ვაქციოთ – კანადის საკითხებში ევროპარლამენტის წარმომადგენელი

ევროკავშირ-კანადის „სიყვარულის ისტორიას“ თბილ სიტყვებზე მეტი სჭირდება, – ამის შესახებ კანადის საკითხებში ევროპარლამენტის წარმომადგენელმა, ტობიას კრემერმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირმა კანადისთვის ასოცირებული წევრობის შეთავაზება სრულფასოვან პარტნიორობად უნდა გარდაქმნას, რომელიც ვაჭრობას…

Metronome

“კანადის ძლიერი ეკონომიკური კავშირები აშშ-სთან სისუსტედ გადაიქცა” – კანადის პრემიერ-მინისტრი

კანადის ძლიერი ეკონომიკური კავშირები აშშ-სთან სისუსტედ გადაიქცა, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა. „მსოფლიო უფრო სახიფათო და დაყოფილი გახდა. შეერთებულმა შტატებმა ვაჭრობის მიმართ მიდგომა ფუნდამენტურად შეცვალა და ტარიფები იმ დონემდე გაზარდა, რაც ბოლოს დიდი დეპრესიის…

Metronome

ქუვეითი და საუდის არაბეთი ირანს თავდასხმებში ადანაშაულებენ, თეირანი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ შეტევებზე ცნობები თუ მართალია, ეს ისრაელისა და აშშ-ის ქმედებები იქნება

ქუვეითი და საუდის არაბეთი ირანს და მის მარიონეტულ ძალებს თავდასხმებში ადანაშაულებენ. ქუვეითის საგარეო უწყების თქმით, დრონებით შეტევებმა ქუვეითის რამდენიმე ობიექტი დააზიანა. საუდის არაბეთის სახელმწიფო სააგენტო კი ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ირანის ბოლო თავდასხმის…

კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება

ამის შესახებ კანადის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 29-30 ოქტომბრის ევროკავშირი-კანადის სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა. კანადის პრემიერ- მინისტრმა მაკრ კარნიმ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ალიანსი მომავლისთვის” ჩამოაყალიბეს…

News.ge

ალბერტას პროვინცია კანადის შემადგენლობაში უნდა დარჩეს - რეფერენდუმის წინასწარი შედეგები

ალბერტაში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, მონაწილეთა დაახლოებით 76%-მა კანადის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი. კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ პროვინციის მოსახლეობამ მკაფიო არჩევანი გააკეთა.

,,ონტარიოს ტბას აღნიშნული სახელი როგორც კანადის, ისე შეერთებული შტატების სახელმწიფოებად ჩამოყალიბებამდე ერქვა” – კარნი

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ განკარგულებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით უნდა შეიცვალოს. მისი თქმით, ონტარიოს ტბას აღნიშნული სახელი როგორც კანადის, ისე შეერთებული შტატების სახელმწიფოებად…

On.ge

ალბერტამ რეფერენდუმზე კანადის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი

ალბერტას მცხოვრებლებმა რეფერენდუმზე კანადის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირეს მხარი. კანადის სახელმწიფო მაუწყებელმა CBC News-მა შედეგები 19 ოქტომბერს, გვიან ღამით გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ხმების 33% დაითვალეს. იმ მომენტისთვის დათვლილი ხმების 76% მხარს უჭერდა "დარჩენის" პოზიციას, ხოლო 23% მომხრე…

Netgazeti

“უმოქმედობა გაცილებით საშიში იქნებოდა” – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანზე თავდასხმაზე

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი აცხადებს ირანზე თავდასხმა, რისკების მიუხედავად, სწორი გადაწყვეტილება იყო. მისი შეფასებით, უმოქმედობა გაცილებით საშიში იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დღეს, 28 თებერვლის დილით ირანზე სამხედრო იერიშის მიტანა შეაფასა როგორც…

Metronome

მარკ კარნი – უკრაინის თემაზე შეიმჩნევა აშშ-ისა და პრეზიდენტ ტრამპის ორიენტაციის ცვლილება, ომის მიმდინარეობისა და რუსეთის მარცხის თვალსაზრისით პოზიცია უფრო რეალისტურია

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის ომთან დაკავშირებით პოზიციას ცვლის. კანადის პრემიერი ამ ცვლილებას „გარდამტეხ მოვლენად“ აფასებს. „ უკრაინის თემაზე მიმდინარე დისკუსიებში შეიმჩნევა ამერიკის შეერთებული შტატებისა და პრეზიდენტ ტრამპის ორიენტაციის…

Metronome

ესპანეთმა ირანში ომში ჩართული ამერიკული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა

ესპანეთმა საჰაერო სივრცე ჩაუკეტა აშშ-ის იმ თვითმფრინავებს, რომლებიც ირანზე თავდასხმებში მონაწილეობენ, – განაცხადა ორშაბათს თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა. „ჩვენ არ ვაძლევთ ნებართვას არც სამხედრო ბაზების და არც საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ირანის ომთან დაკავშირებული ქმედებებისთვის“…

ესპანეთმა ირანზე თავდასხმებში ჩართული აშშ-ის თვითმფრინავებისთვის თავისი საჰაერო სივრცე დახურა

ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა ჟურნალისტებს განაცხადა. „არ ვიძლევით არც სამხედრო ბაზების გამოყენების და არც საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას ირანში ომთან დაკავშირებული ქმედებებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა. ესპანური გამოცემა El Pais-ი, რომელმაც პირველმა გაავრცელა…