“შევწყვიტოთ ივანიშვილისთვის სხვადასხვა სახელების დაძახება და ყველამ ერთად უნდა ვუწოდოთ დიქტატორი, მის რეჟიმს კი დიქტატურა” – მიხეილ სააკაშვილი — Cnoba

პარალელი სიახლე 04 Mar 2026, 15:11

სააგენტო "პარალელი" “შევწყვიტოთ ივანიშვილისთვის სხვადასხვა სახელების დაძახება და ყველამ ერთად უნდა ვუწოდოთ დიქტატორი, მის რეჟიმს კი დიქტატურა” – მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებებთან ფონზე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი: “ნავთობზე ფასების აწევა რუსეთს ძალიან აწყობს, მაგრამ სინამდვილეში მოსკოვი სრულ პანიკაშია! რუსების ბოროტების ალიანსი იმსხვრევა. ცნობილი ფაქტია, რომ აქამდე პუტინი ხშირად უყურებდა აჯანყებულების მიერ კადაფის მკვლელობის კადრებს და ახლა ხამენეის განადგურებამ აჩვენა, რომ პუტინსაც შეიძლება […] “შევწყვიტოთ ივანიშვილისთვის სხვადასხვა სახელების დაძახება და ყველამ ერთად უნდა ვუწოდოთ დიქტატორი, მის რეჟიმს კი დიქტატურა” – მიხეილ სააკაშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“შევწყვიტოთ ივანიშვილისთვის სხვადასხვა სახელების დაძახება და ყველამ ერთად უნდა ვუწოდოთ დიქტატორი, მის რეჟიმს კი დიქტატურა” – მიხეილ სააკაშვილი

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებებთან ფონზე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

ნავთობზე ფასების აწევა რუსეთს ძალიან აწყობს, მაგრამ სინამდვილეში მოსკოვი სრულ პანიკაშია! რუსების ბოროტების ალიანსი იმსხვრევა.

ცნობილი ფაქტია, რომ აქამდე პუტინი ხშირად უყურებდა აჯანყებულების მიერ კადაფის მკვლელობის კადრებს და ახლა ხამენეის განადგურებამ აჩვენა, რომ პუტინსაც შეიძლება ყველგან მისწვდნენ.

რაც მთავარია, თუ აიათოლების რეჟიმი დაეცა, ეს იქნება პუტინის სწრაფი დასასრულის დასაწყისი, ასევე ივანიშვილმაც კარგად უნდა შეხედოს თუ რით მთავრდება დიქტატურა დიქტატორებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

აბა სულელი კი არ ვიყავი 2012-ში როცა მშვიდობიანად გადავაბარე ხელისუფლება ამ კრიმინალურ ბანდას, ასე სურდა ხალხის უმრავლესობას და თუ უმრავლესობას ჩაგრავ და ეწინააღმდეგები, როგორც ამას ივანიშვილი აკეთებს, მაშინ დიქტატორი ხარ.

უნდა შევწყვიტოთ ივანიშვილისთვის სხვადასხვა სახელების დაძახება და ყველამ ერთად უნდა ვუწოდოთ დიქტატორი და მის რეჟიმს დიქტატურა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“შევწყვიტოთ ივანიშვილისთვის სხვადასხვა სახელების დაძახება და ყველამ ერთად უნდა ვუწოდოთ დიქტატორი, მის რეჟიმს კი დიქტატურა” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი


რელევანტური